დაგვიტოვეთ ნომერი

და ჩვენ დაგიკავშირდებით

დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
ორშ - პარ: 09:00 - 18:00 / შაბ: 10:00 - 14:00

მიმდინარე პროექტები

მიმდინარე 460 ბინა

დეკა ლისი

ავთო ვარაზის #36

შეარჩიე ბინა
მიმდინარე 308 ბინა

დეკა ვარკეთილი

გიორგი აბაშვილის #3

შეარჩიე ბინა
GIORGI_CAM_003_Post_FINAL 1

January 21, 2025

ბინის შეძენის პროცესში იშვიათად დასმული კითხვები

უძრავი ქონების შეძენამდე პოტენციური მყიდველების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს სტანდარტულ კითხვებზე: კვადრატული მეტრის ფასი, კარკასის ტიპი, ლოკაცია და მშენებლობის დასრულების ვადები.

თუმცა, ხშირად უყურადღებოდ რჩება ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს საცხოვრებელი გარემოს ხარისხსა და ყოველდღიურ კომფორტს.

 

Deka-ში ამ უხილავ, თუ ხილულ დეტალებზე სამშენებლო პროცესის დაწყებამდე ვიწყებთ ზრუნვას, რადგან გვესმის მათი მნიშვნელობა საცხოვრებელი სივრცის ხანგრძლივი და კომფორტული ფუნქციონირებისათვის.

 

კითხვა #1 : რომელია საუკეთესო ლიფტის ბრენდი და რატომ Otis?

 

სტატისტიკურად, მობინადრე ლიფტს საშუალოდ დღეში 3-4-ჯერ იყენებს, რაც ათწლიანი პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 15,000 მგზავრობას გულისხმობს.

 

Otis ლიფტების ინდუსტრიაში გლობალურ ლიდერია, რომლის ისტორია 1853 წლიდან იწყება და გამოირჩევა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით, მინიმალური ხმაურის დონითა და ოპტიმალური სიჩქარის მახასიათებლებით, რაც შენობაში Deka-ს მაცხოვრებლების სანდო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

კითხვა #2 : რატომ ალუმინის კარ-ფანჯარა და არა მეტალოპლასტმას?

 

პრემიუმ ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრის სისტემა უზრუნველყოფს მაღალეფექტურ თბოიზოლაციას, ხმის იზოლაციას და ენერგოდანახარჯებს წელიწადში 25-30%-ით ამცირებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს იძლევა.

გარდა ამისა, ალუმინის პროფილები გამოირჩევა გამძლეობით, კოროზიის მიმართ წინააღმდეგობითა და ექსპლუატაციის მინიმალური ხარჯებით.

 

კითხვა #3 : რომელი კომპანია ახორციელებს მშენებლობას?

დეკას პროექტების მშენებლობას სამშენებლო კომპანია „ანაგი“ უზრუნველყოფს, კომპანია, რომელიც 1989 წლიდან ქმნის სამშენებლო პროცესის მაღალ სტანდარტს და უკვე 36 წელია ქართულ სამშენებლო ბაზარზე ხარისხისა და საიმედოობის სიმბოლოდ ითვლება.

 

კითხვა #4 : მაღაზია, თუ ჰიპერმარკეტი?

 

თანამედროვე ურბანული ცხოვრების დინამიკა ყოფითი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე სწრაფ და მარტივ წვდომას საჭიროებს.

 

Deka Lisi-ის კომპლექსში გამწვანებულ სივრცეებთან, სპორტულ მოედნებთან, პადელის კორტთან და საცურაო აუზთან ერთად დაგხვდებათ ქვეყნის წამყვანი ჰიპერმარკეტი, რომელიც ქმნის გარემოს, სადაც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება მარტივი, სწრაფი და კომფორტულია, ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტზე დახარჯულ დროსა და რესურსებს.

 

კითხვა #5 : რა საყალიბე სისტემა უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიზუსტეს?

 

Deka იყენებს ავსტრიული ბრენდის Doka-ს საყალიბე და  უსაფრთხოების სისტემებს, რომელიც წარმოადგენს ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს და უზრუნველყოფს ბეტონის სტრუქტურის მაქსიმალურ გეომეტრიულ სიზუსტეს. ეს არის საფუძველი იმ ხარისხისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდება.

 

კითხვა # 7 : ურიგელო გადახურვის სისტემა : აუცილებელი კომფორტი, თუ არქიტექტურული თავისუფლება?

 

ურიგელო გადახურვის კონსტრუქციული სისტემა გულისხმობს შიდა სივრცის ორგანიზაციის მაქსიმალურ მოქნილობას კონსტრუქციული შეზღუდვების გარეშე. ტრადიციულ სამშენებლო სისტემებში შიდა რიგელები და კოლონები ზღუდავს სივრცის დაგეგმვის შესაძლებლობებს.

ურიგელო სისტემის გამოყენება კი ქმნის არქიტექტურული გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს და უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.

 

კითხვა # 8 : ვინ იქნება პასუხისმგებელი კომპლექსის გამართულ ფუნქციონირებაზე?

 

საცხოვრებელი კომპლექსის ხანგრძლივი კომფორტი მოითხოვს პროფესიონალურ და უწყვეტ მართვას. ჩვენი პარტნიორი ბენე კომფორტი, აღნიშნული კატეგორიის წამყვანი ბრენდია და უკვე ემსახურება საქართველოს 40 000-ზე მეტ მოქალაქეს და უზრუნველყოფს :
კომპლექსის ტერიტორიის მოვლას, საინჟინრო სისტემების რეგულარულ მომსახურებას და ოპერატიულ რეაგირებას ყველა საკითხზე, რაც ქმნის საცხოვრებელი გარემოს სტაბილურობასა და მაცხოვრებელთა კმაყოფილების მაღალ დონეს.

 

კითხვა # 9 : ვინ უზრუნველყოფს საინვესტიციოდ შეძენილი ქონების მართვას ?

 

DEKA-ში ბინის შეძენისას Property Management-ის გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს ქონების პროფესიონალურ მართვას, მომსახურება მენეჯმენტის სრულ ციკლს მოიცავს:

 

  • დამქირავებლის მოძიება და შერჩევა;
  • იურიდიული მხარდაჭერა და ხელშეკრულების გაფორმება;
  • ქირის გადახდის მონიტორინგი და ფინანსური მართვა;
  • მიმდინარე საკითხების გადაჭრა და კომუნიკაცია.

 

დასკვნა

 

 

უძრავი ქონების შეძენა თავისთავად ნდობას გულისხმობს, მყიდველი ეყრდნობა ვარაუდს, რომ უხილავი საინჟინრო სისტემები გამართულად იმუშავებს, კონსტრუქციული ელემენტები წლების განმავლობაში შეინარჩუნებს სიმტკიცეს და უსაფრთხოებასა და სხვა. 


თუმცა, სწორი არჩევანი მხოლოდ ნდობაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმ დეტალებს, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს საცხოვრებელი გარემოს ხარისხსა და ყოველდღიურ კომფორტს. სწორედ ამ დეტალებზეა დაფუძნებული Deka-ს მიდგომა.

 

სხვა სიახლეები