უკან დაბრუნება

deka development building render

დეკა დიდი დიღომი


დიდი დიღომი, ექვთიმე ხელაძის ქ. N3


12

სართულების
რაოდენობა

64

ბინების
რაოდენობა

28

საპარკინგე
ადგილები

გაყიდულია ბინების

100%

სართული

-

ბინები

-
მოიწყვე კომფორტი 
12 სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი დეკა დიდი დიღომი დახვეწილი ექსტერიერით და ბინების ოპტიმალური დაგეგმარებით გამოირჩევა.  მომავალ მესაკუთრეებს  ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ კომპაქტურად დაპროექტებულ ნათელ ბინებს (33 კვ.მ-დან).  

მშენებლობის პროცესში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები. აღსანიშნავია ბედეგის გერმანული ტექნოლოგიებით დამზადებული ცეცხლმედეგი „იზობლოკი“, რომელიც ოთხჯერ უფრო თბომედეგია, ვიდრე ჩვეულებრივი ბლოკი. მისი განსაკუთრებული თბოსაიზოლაციო თვისებები მაცხოვრებლებისთვის განაპირობებს 40 %-იან ეკონომიას კომუნალურ გადასახადებზე.  ამას გარდა, ფასადი შესრულებული იქნება ტრავერტინის ბუნებრივი ქვით და ალუკაბონდის ფილებით, რაც, გარდა დამატებითი თბო და ხმა იზოლაციისა,  კომპლექსს შესძენს გამორჩეულ იერსახეს.    

ბინის ჩაბარების კონდიცია
რას ნიშნავს მწვანე კარკასი? 
  • შემოსასვლელი ცეცხლგამძლე რკინის კარი საკეტით
  • ანტრაციდის ფერის კარ-ფანჯარა, ორმაგი მინა-პაკეტით და Roto-ს საკეტებით
  • ამოყვანილი ტიხრები
  • ბინებს შორის იზოლაცია
  • კედლები გამზადებული სამღებრო სამუშაოებისათვის
  • მოწყობილი გათბობის სისტემის ქსელი
  • მოწყობილი დენის წერტილები
  • გაზის მილი საბოლოო წერტილამდე 
  • სანტექნიკა (დასრულებული წერტილამდე)
  • მოჭიმული იატაკი
  • ფასადის განათება
  • მოპირკეთებული ფასადი და აივანი 

თანამედროვე ტექნოლოგიები
მონოლითის მშენებლობისათვის ვიყენებთ უკრაინული წარმოების არმატურას, მაღალი ხარისხის ბეტონს და მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული ბრენდის Doka-ს საყალიბე სისტემებს, რაც განაპირობებს ნაგებობის იდეალურად სწორ კედლებს, მყარ და სეისმურად მდგრად კონსტრუქციას.  

ინფრასტრუქტურა  
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, ჩვენი მომავალი მაცხოვრებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.  64 ბინაზე გათვლილი კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანებული მოსასვენებელი სივრცე აუზით. კერამოგრანიტით მოპირკეთებული სადარბაზო, სრული ინფრასტრუქტურით.  მობინადრეებს მოემსახურება იაპონური წარმოების ლიფტი. აგრეთვე, ორდონიანი მიწისზედა ავტოსადგომი.

გალერეა

პროექტის მდებარეობა

offer image
callback image