უკან დაბრუნება

deka development building render

დეკა მუხიანი


მუხიანი, I მიკრორაიონი N1 ა


11

სართულების
რაოდენობა

101

ბინების
რაოდენობა

90

საპარკინგე
ადგილები

2000

სარეკრეაციო
ზონა

გაყიდულია ბინების

100%

სართული

-

ბინები

-
მოიწყვე კომფორტი

დეკა მუხიანი პრემიუმ კლასის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც მეტროსადგურ ახმეტელთან მხოლოდ 200 მეტრი აშორებს. მშენებლობის პროცესში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. მათ შორის აღსანიშნავია ბედეგის თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული იზობლოკი. იზობლოკით აშენებული კედელი სახლში ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს. ეს ნიშნავს მაცხოვრებლებისთვის 40 პროცენტიან ეკონომიას კომუნალურ გადასახადებზე. ამას გარდა, ფასადი შესრულებულია ტრავერტინის ბუნებრივი ქვით და შავი ალუმინის პროფილირებული კარ-ფანჯრებით, რაც კომპლექსს შესძენს გამორჩეულ და ესთეტიურ იერსახეს.
 
ბინის ჩაბარების კონდიცია
რას ნიშნავს მწვანე კარკასი?
  • შემოსასვლელი რკინის კარი საკეტით
  • ამოყვანილი ტიხრები
  • კედლები გამზადებული სამღებრო სამუშაოებისათვის
  • REHAU-ს კარ-ფანჯარა, Roto-ს საკეტებით
  • გაწყობილი გათბობის სისტემის ქსელი
  • ყველა კომუნიკაცია დაერთებული (დამატებითი ხარჯების გარეშე)
  • გაზის მილი საბოლოო წერტილამდე 
  • სანტექნიკა (დასრულებული წერტილამდე)
  • მოჭიმული იატაკი
  • ფასადის განათება
  • ბინებს შორის იზოლაცია
  • მოპირკეთებული აივანი 

თანამედროვე ტექნოლოგიები

მონოლითის მშენებლობისათვის ჩვენ ვიყენებთ უკრაინული წარმოების არმატურას, მაღალი ხარისხის ბეტონს და მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Doka-ს საყალიბე სისტემებს, რაც განაპირობებს სეისმურად მდგრად, მყარ კონსტრუქციას და იდეალური სისწორის კედლებს.
 
ინფრასტრუქტურა 

101 ბინაზე გათვლილ კომპლექსს ემსახურება იაპონური წარმოების ლიფტი, ორდონიანი მიწისქვეშა 90 ადგილიანი პარკინგი და ღია პარკინგი.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, ჩვენი მომავალი მაცხოვრებლებისთვის კომფორტული და გამწვანებული გარემოს შექმნას, ამიტომ კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა 2000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი სარეკრეაციო ზონა, საბავშვო სათამაშო მოედნით და მოსასვენებელი სივრცით.

გალერეა

პროექტის მდებარეობა

offer image
callback image