23
სართულების
რაოდენობა
520
ბინების
რაოდენობა
194
საპარკინგე
ადგილები
7000
სარეკრეაციო
ზონა
სართული
-ბინები
-დეკა დეველოპმენტისა და კომპანია ანაგის პარტნიორობით დიდ დიღომში სრულიად ახალი პროექტი, პრემიუმ ხარისხის 23 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი იქმნება.
რას გთავაზობთ
ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანის ემოციური კავშირის მნიშვნელობას საცხოვრებელ გარემოსთან და სწორედ ამიტომ გთავაზობთ სივრცეს, სადაც ყველა მაცხოვრებელი იპოვის მასზე მორგებულ ადგილს.
გაგიგიათ გამოთქმა „სახლი ეზოდან იწყება“?
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებს გთავაზობთ კეთილმოწყობილ ფეხბურთის, ტენისისა და კალათბურთის სპორტულ მოედანს, კარდიო ვარჯიშებისთვის კი- ველო და სარბენ ბილიკებს.
ფიზიკური აქტივობებისას ნუ შეგეშინდებათ გადატვირთული გზებიდან მომავალი ავტომობილების გამონაბოლქვის, რადგან ჩვენი პროექტის ეზო სრულად ეკომეგობრულია, რაც მოიაზრებს 7000 კვ.მ გამწვანებულ, რეკრეაციულ ზონას.
მცირეწლოვანი შვილების ოჯახებმა შეგიძლიათ მშვიდად აითვისოთ „გარემო დიღომის“ მოსასვენებელი სივრცე, რადგან ბავშვებს ჩვენს გარემოში დახვდებათ ბავშვთა გასართობი ადგილი და რაც მთავარია სრული უსაფრთხოება.
არც ცხელი ზაფხულის მცხუნვარე მზე წარმოადგენს პრობლემას, მაშინ როცა კომპლექსის დატოვების გარეშე შეგიძლიათ ღია აუზით სარგებლობა: ცურვა, გარუჯვა ან უბრალოდ განტვირთვა.
ავტომობილის მძღოლებს სამდონიანი ავტოფარეხით ვმასპინძლობთ, თქვენი კომფორტული პარკირებისა და ავტომობილის დაცულობისათვის. (167 დახურული და 27 გარე ავტოსადგომი)
უსაფრთხოება
მაცხოვრებლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს უსაფრთხო და დაცული გარემო წარმოადგენს, „გარემო დიღომი“ კი სრულიად შეესაბამება საქართველოს კოდექსის 41 მუხლის ნორმებს, რაც ითვალისწინებს, სრული სახანძრო და სავენტილაციო უსაფრთხოების დაცვით აშენებულ საცხოვრებელ კორპუსს.
მშენებლობის პროცესში ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტურ მასალებს.
სწორედ ამ და სხვა ფაქტორების ერთობლიობა აქცევს 'გარემო დიღომს' პრემიუმ ხარისხის კომპლექსად.
ბინის ჩაბარების კონდიცია
მწვანე კარკასი, რაც გულისხმობს:
მოკლედ რომ ვთქვათ, ერთადერთი რაც თქვენს ბინას სჭირდება არის მხოლოდ თქვენს გემოზე მოწყობა,
დანარჩენზე ჩვენ უკვე ვიზრუნეთ.
მდებარეობა
'გარემო დიღომი' მდებარეობს არჩილ მეფის 13/15 ნომერში, დიდ დიღომში.
გუდლივის ჰიპერმარკეტიდან 10 წუთის სავალ გზაზე.